Wednesday, April 17, 2013


პროექტის სახელწოდება: ,,მსოფლიოს მუზეუმები"
პროექტის მთავარი იდეა: მოიძიებენ ინფორმაციას ,,მსოფლიოს მუზეუმების'' შესახებ, გაეცნობიან მუზეუმების ისტორიას და მასში დაცულ ექსპონატებს.
პროექტის აქტუალობა: უამრავ ინფორმაციას მიიღებენ ხელოვნების სფეროში.
პროექტის მიზნები: განუვითარდებათ: ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გამოყენების, საზოგადოებისათვის მუზეუმის მნიშვნელობაზე მსჯელობისა და საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: V-VI კლასი
ვადები/ხანგძლივობა: 3-4 გაკვეთილი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:                                                    
ესსე,აფიშები,ნახატები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატი, თაბახის ფურცელი, მარკერები და სხვ.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ჯგუფებად მსჯელობენ პროექტით განსაზღვრული დავალებების ირგვლივ (მსოფლიო მუზეუმები, რომელიც ითვალისწინებს მასალების მოძიებას ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად შერჩეულ რომელიმე მუზეუმის ისტორიისა და მასში დაცული ექსპონატების შესახებ; ესეების დაწერას რომელშიც მოსწავლეები დაასაბუთებენ მუზეუმის საგანმანათლებლო დანიშნულებას, ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებას, თითოეული მათგანისათვის ეტიკეტის მომზდებას იმ სახით, რაც მუზეუმშია მიღებული; ასევე ექსკურსია მუზეუმში მისი საქმიანობის უკეთესად გასაცნობად.)
  • მოსწავლეები ეცნობიან გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებულ რჩევებს (როგორ დაამზადონ სურათის ჩარჩო, როგორ გააკეთონ მოძრავი საგამოფენო სტენდი, რა სახით გააკეთონ რეკლამა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენისათვის.) გეგმავენ შესასრულებელ სამუშაოს და ინაწილებენ ფუნქციებს.
  • განიხილავენ ჯგუფის წევრების მიერ მოძიებულ მასალებს (არჩევენ ნამუშევრებს გამოფენისათვის, ამზადებენ აფიშასა და მოსაწვევ ბარათებს.) 
  • მოსამზადებელი მუშაობის დასრულებისას გამოფენა გახსნილად ცხადდება. პრეზენტაციები შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება (მოსწავლეები აცნობენ სტუმრებსა და თანაკლასელებს მათ მიერ მომზადებულ ესეებს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების შესახებ; თითოეული ჯგუფის წევრი წარადგენს სტუმრების წინაშე ექსპონატს.)
  • ამის შემდეგ ხდება მოსწავლეთა მიერ გაწეული სამუშაოს განხილვა შეფასება , რაც შეეხება როგორც ესეების შინაარსობრივ მხარეს, მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნამუშევრებს, ისე გამოფენის ორგანიზაციულ საკითხებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ და ხელოვნება.
ს.გ. VI.5-მონაწილეობს ერთობლივ შემოქმედებითი და საორგანზაციო გადაწყვეტილების მიღებაში.                                                                                                            
ს.გ.VI.5-ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე. 
ს.გ.VI.9-აწყობს გამოფენას.
პროექტის ხელმძღვანელი:მზია გიგაური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mzgigauri@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mzxelovneba.blogspot.com



<